საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
ქართული სახელმძღვანელო
1. SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – შესავალი
2. როგორ მუშაობს გუგლი ? ქროლერები და ინდექსირება
3. დომეინი და საიტის სტრუქტურა
4. URL – ების სტრუქტურა
6. Header-ები – სათაურები
7. Meta titles – მეტა სათურები
8. Meta description – მეტა აღწერა
10. Keyword research საძიებო სიტყვების გამოკვლევა და მათი გადანაწილება ქონთენთში
11. Content – ქონთენთი და მისი უნიკალურობა
12. Follow/No follow Links and link building – ლინკები და ლინკბილდინგი
13. Anchor text types- დაკლიკებადი ტექსტების ტიპები
14. Backlinking strategies – ბექლიკების სტრატეგიები
შესავალი
SEO ანუ search engine optimization სხვა არაფერია თუ არა თქვენი ვების საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,იმისათვის რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს იუზერს, საძიებო სისემას ჭირდება ესმოდეს რა ხდება ჩვენს ვებ-გვერდზე, რა ქონთენთია განთავსებული, იქნება ეს სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები, თუ ნებისმიერ რამ.
ძირითადად სეო ორ ნაწილად დავყოთ
- On-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე
- Off-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ
On-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე, აქ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
- დომეინი და საიტის სტრუქტურა
- URL – ების სტრუქტურა
- შიდა გადალინკვა, შიდა ლინკების სტრუქტურა
- Header-ები – სათაურები
- Meta titles – მეტა სათურები
- Meta description – მეტა აღწერა
- Alt tag – ალტ აღწერა
- Keyword research საძიებო სიტყვების გამოკვლევა და მათი გადანაწილება ქონთენთში
- Content – ქონთენთი და მისი უნიკალურობა
Off-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ, აქ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
- Follow/No follow Links and link building – ლინკები და ლინკბილდინგი
- Anchor text types- დაკლიკებადი ტექსტების ტიპები
- Backlinking strategies – ბექლიკების სტრატეგიები
ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე(on page seo) ეს არის ის ძირითადი მიმნიშნებლები,რაც საძიებოს სისტემას ატყობინებს ფეიჯის და ფეიჯზე განთავსებული ნებისმიერი სახის ქონთენთის შესახებ.
ვებ ქონთენთი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ნებისმიერი სახის ტექსტური,ვიზუალური თუ ჟღერადი სახის მასალას,რომელთანაც მომხმარებელი უშუალო კავშირს ამყარებს, აჭერს ფოტოს, აჭერს ლინკს,სქროლავს გვერდს ენდ სოუ ონ.
ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ(off page seo) განსაზღვრავს თუ რომელ ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეთ საძიებო სისტემის გვერდზე, ეს კი მეტწილად განსაზღვრავს იმ ფაქტს თუ რამდენად უფრო ხშირად გახსნიან მომხმარებლები თქვენ გვერდს, ვიდრე თქვენი კონკურენტების გვერდებს.
შედეგად როდესაც პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაზეა საუბარი, რეიტინგს საძიებო სისტემის გვერდზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადგან ეს არის თანამედოროების ყველაზე დიდი კონკურენცია ონლაინში, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ,ონლაინ სივრცეში არ არსებობს არხი რომელიც რეალურად პროდუქტის ან სერვისის ყიდვით დაინტერესებულ მომხარებელთან ასე ახლოს მიგიყვანთ.
წარმოიდგინეთ საძიებო სიტყვა -„ სად ვიყიდო წითელი ველოსიპედი ?“ ანუ მომხმარებელ პირდაპირ ეძებს ადგილს ან გზას იმისათვის თუ როგორ იყიდოს ველოსიპედი,თანაც წითელი.
ამ დროს შენ გაქვს ვებსაიტი სადაც ყიდი, ველოსიპედებს და მათ შორის წითელსაც 😀 და შენ ამ იუზერს ხვდები საძიებო სისტემის პირველივე გვერზე, პირველ ადგილზე, დააჭერს უეჭველი ლინკს და ნახავს შენ წითელ ველოსიპედს აბა რა იქნება, ნუ მამენტ პსიქოპატი თუ არაა დუაით შრუტივით.
საძიებო სისტემის პირველ ადგილზე ყოფნა სეოს უამრავ ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია საძიებო სისტემის რეკლამაზეც,რადგან შენ შეიძლება 100 %იანი სქორები დაადო სეოზე და ვიღაცამ უბრალოდ მარტივად რეკლამის გზით თავი პირველ ადგილზე ამოყოს, სეო შეიძლება არც ქონდეს :დ
მაგრამ იმ ადამიანებს ვისაც ურჩევნია სტაბილური ტრაფიკი მიიღოს საძიებოს სისტემიდან და თანაც უფასოდ ვურჩევ სეოს !
როგორ მუშაობს გუგლი ? ქროლერები და ინდექსირება
გუგლი იმიტომ რომ… მოდით სიმართლე ვთქვათ როცა ვსაუბრობთ საძიებო სისტემაზე, ვსაუბრობთ გუგლზე. იანდექსი, დაქ-დაქ გოუ და გუგლის ჩინური ბიძაშვილი კი არსებობენ და აქვთ თავიანთი ფუნქციებიც, მაგრამ რეალურად მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ.
როდესაც ვგუგლავთ რაიმე სიტყვას ან წინადადებას,რეალურად ჩვენ ვეძებთ ამ სიტყვის ან წინადადების შესაფერის გვერდს, უფრო სწორად რაც ამ ფეიჯზე წერია, ან სხვა სახითაა გამოტანილი მაგ. ვიდეო ან აუდიტო მასალა.
ამისათვის გუგლი იყენებს განთავსების ორ ფორმატს:
- SEO – Search engine optimization საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია
- SEM – Search engine marketing საძიებო სისტემის მარკეტინგი
მაშინ როცა ვგუგლავთ მაგალითად “იურიდიული კომპანია”, პირველივე რასაც ვხედავთ არის myadvocat.ge-ის რეკლამა,რისი მიმნიშნებელი ინდიკატორი AD(ანუ advertisement) პირველივე სიმბოლოა.
ანუ თუ ლინკის წინ ხედავთ AD -ს ან ქართულ რეალობაში „რეკლამა-ს“,ეს ეწერება თუ ბრაუზერი ქართულ ენაზე გაქვთ,ამ შემთხვევაში უნდა გააცნობიეროთ რომ ეს არის რეკლამა(ფასიანი განთავსება).
რეალურად ამას ეწოდება SEM – Search engine marketing საძიებო სისტემის მარკეტინგი და ამაზე განცალკევებით დავწერთ.
ჩამონათვალში,რომ არა რეკლამა, პირველ ადგილზე იქნებოდა JMP.GE და ამ ტიპის, უფასო განთავსებას ეწოდება SEO – Search engine optimization საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.
Crawling – ქროლინგი, რაც ქართულად ცოცვას ნიშნავს, არის პროცესი როდესაც საძიებო სისტემა, ამ შემთხვევაში გუგლი შემოდის თქვენ ვებსაიტზე რათა აღრიცხოს/გატრეკოს იგი. ეს პროცესი ხორციელდება ეგრედ წოდებული გუგლის ობობა მცოცავის მიერ – Google’s Spider crawler
ქროლინგი ხდება როცა ვებ-გვერდის მფლობელი წარადგენს თავის გვერდების სიას(sitemap) საძიებოს სისტემისთვის რომ ამ უკანსკნელმა გაქროლოს, ანუ შეძვრეს ვებზე და აღმოაჩინოს ამ ვებზე არსებული ყველა ფეიჯი. ამ პროცესს,როგორც წესი ანხორციელებს მინი ბოტები, რომლებიც დაცოცავენ ჩვენს ვებ-გვერდებზე,სწავლობენ თუ რა არის განთავსებული ამ ვებზე და შემდეგ უკვე აინდექსებენ მას რაიმე ნიშნით.
დაინდექსება გვერდების სხვა არაფერია თუ არა რაღაცა ლოგიკით ფეიჯების დალაგება,დაჯგუფება ან დაყოფა გუგლის საძიებო სისტემაში. როდესაც ქროლინდი სრულდება მონაცემები ნთავსება გუგლის ინდექსზე და მზად არის გამოსაყენებლად.
დომეინი და საიტის სტრუქტურა
მარტივად რომ ვთქვათ დომეინი არის მისამართი რომელიც ჭრდება ვებ-გვერდს,რათა იგი მარტივად და პირდაპირ იქნას მოძიებული.
სეო-სთვის კარგი დომეინი კი არის ის დომეინი რომელიც შექმნილია ბრენდის გარშემო ან პირდაპირ ატარებს ბრენდის სახელს.
თუ ბრენდის სახელის შერჩევა კი მაგალითად პროდუქტის ან სერვისის გარშემო ხდება, ეს დამატებითი ინდიკატორია საძიებოს სისტემისთვის.
მაგალითად, sesxi.ge იქნებოდა მშვენიერი მაგალითი იმისა თუ როგორ აარჩიო სეო-სთვის კარგი დომეინი, რადგან უშუალოდ სიტყვა Sesxi თავად არის ქივორდი(საკვანძო სიტყვა),რასაც მომხმარებლები იყენებენ ამ სერვისის მოსაძენად. შესაბამისად,მთავარი ქივორდის დომეინად გამოყენება სეოს კუთხით კარგი გადაწყევტილებაა.
იგივე ეხება ბრენდის სახელის დომეინად გამოყენებას, თუ ბრენდის ცნობადობა(brand awareness) არსებობს და მისი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ბრენდის სახელი ცნობადია, მაშინ ეს ფაქტი აუცილებლად დაგეხმარებათ ტრაფიკის გენერირებაში.
საიტის სტრუქტურას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ საძიებო სისმტემამ მარტივად შეძლოს საიტის აღქმა და შესწავლა.
Moz გვიზიარებს იქომერსისთვის მარტივი საიტის სტრუქტურას, სადაც მთავარი გვერდი იყოფა კატეგორიებად, პროდუქტის ან სერვისის მიხედვით, კატეგორიები კი იყოფა საბ-კატეგორიებად, ანუ კატეგორიების კატეგორიებად, ხოლო ბოლო ნაწილი არის უშუალოდ პროუქტის გვერდი.
თუ საშუალება გვაქვს რომ სტრუქტურა იყოს 3 დონიანი :
მთავარი გვერდი |
|||||
კატეგორია 1 |
კატეგორია 2 |
კატეგორია 3 |
|||
პროდუქტი 1 |
პროდუქტი 2 |
პროდუქტი 1 |
პროდუქტი 2 |
პროდუქტი 1 |
პროდუქტი 2 |
URL-ების სტრუქტურა
URL – Uniform Resource Locator ეს არის ისეთი რესურსების მოძიების გზა როგორიცა ვებ-გვერდი, თუმცა უშუალოდ URL-ს უფრო ვებ-მისამართის სახელით იცნობენ.
იმისათვის რომ ერთმა ვებ-გვერდმა მეორესთან კავშირი დაამყაროს სერვერების გავლით გამოიყენება IP მისამართი (IP – internet Protocol), IP მისამართი კი როგორც მოგეხსენებათ რიცხვებია, სწორედ აი ამ რიცხვების შესაცვლელად გამოიგონეს URL რომელმაც ჩაანაცვლა რიცხვების სახით კომუნიკაცია, ადამიანისათვის ბევრად უფრო მარტივად აღსაქმელი საშუალებით – ტექსტით.
გარდა იმისა რომ იუერელი ვებ-გვერდის მისამართია, ის ასევე გვაძლევს ინფორმაციას იმ პროტოკოლოს შესახებ რის მიხედვითაც გამოითხოვ ამ კონკრეტულ რესურს, ანუ ვებ-გვერდს. თუ ოდესმე ლინკის დასაწყის დაკვირვებიხარ დიდი შანსია შეგემჩნია შემდეგი სიმბოლოები რომლებიც აღნიშნულ პროტოკოლს წარმოადგენენ:
- HTTP – Hypertext Transfer Protocol
- HTTPS – Hypertext Transfer Protocol Secure
- FTP – File Transfer Protocol
HTTP – ეს არის მონაცემთა გაცვლის ქვაკუთხედი ვებში (world wide web), რისი საშუალებითაც ერთამანეთს უკავშირდება უამრავი ვებ ბრაუზერი და მაუსის კლიკის ერთი დაჭერით შენ შეგიძლია წვდომა გქონდეს ამ ქსელში (ვებში) ჩართულ ნებისმიერ სუბიექტთან.
HTTPS ეს არის განახლებული http პროტოკოლი, რომელიც იდეაში უფრო უსაფრთხო კავშირს უზრუნველყოფს.
სეოს მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ URL-ი იმეორებდეს საიტის სტრუქტურას და ზუსტად იმ ლოგიკას რისი მეშვეობითაც იუზერი აღმოჩნდება მთავარი გვერდიდან პროდქუტის გვერდამდე:
URL-ის სტრუქტურას სეოს თვალსაზრისით მნიშვნელობა რამდენიმე მიზეზის გამო ენიჭება, მათ შორის კი ორს გამოვყოფდი:
- User Experience – ანუ რამდენად მარტივად შეუძლია მომხმარებელს მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია მხოლოდ URL-ის დანახვით.
სწორედ ამიტომ ხდება URl-ის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და ასევე ის არის დამატებითი ინდიკატორი და მიმნიშნებელი გუგლის საძიებო სისტემისთვის თუ რის შესახებაა ვებ-გვერდი, ჩვენს მაგალითზე მარტივად ჩანს რომ URL-ი https://example.ge/kompiuteruli-teqnika/leptopi/leptopi-lenovo-ip-s145 აშკარად ლენოვოს ბრენდის ლეფტოპის შესახებ მიგვანიშნებს და შესაბამისად იუზერისთვის და ასევე გუგლის ქროლერისთვისაც მარტივად აღსაქმელია თუ რას ელოდოს.
- Ranking – ანუ რეიტინგი
გუგლი ითვალისწინებს URL-ებს ვებსაიტის რეიტინგის განსაზღვრაში,შეიძლება რეიტინგის განსაზღვირის კომპონენტში URL-ი გადამწყვეტი ფაქტორი არ იყოს, თუცმა ის ნამდვილადაა ერთ-ერთი დამატებითი ინდიკატორი იმისა რომ პოტენციურად მოძიებული ვებ-გვერდი რელევანტურია იმ საძიებო სიტყვისა რასაც მომხმარებელი იყენებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.ამ მხრივ ქივორდის არსებობა URL-ში შესაძლებელია რომ დამატებითი ფაქტორად იქნას აღქმული რეიტინგის მინიჭების პროცესში.
ცოტას თუ დაგუგლავ უამრავ სტატიას გადააწყდები სადაც უმეტესობა ამტკიცებს რომ URL-ი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის რათა საძიებო სისტემაში მაღალ პოზიციებზე მოხვდე. ყოველ წელს გუგლის ალგორითმების ცვლილებების შემდეგ ისევ ვხედავთ ხოლმე უამრავ ქონთენთ რომელიც ყიჟინით გვამცნობს ხოლმე რომ url-ების როლი ხან იზრდება ხან მცირდება რეიტინგის განსაზღვრის დროს.
რეალურად რომელი კომპონენტი რა სიძლიერის გავლენას ახდენს ამ პროცესზე არც არავინ იცის, ფაქტი კი ერთია url-ების ოპტიმიზაცია უბრალოდ რიგითი თასქია ამ პროცესში რომელსაც უდავოდ პოზიტიური გავლენა აქვს თქვენი ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში ოპტიმიზირებისთვის,თუმცა რეიტინგის განსაზღვრის მთავარ პირობას ნამდვილად არ წარმოადგენს.
H1, H2, H3 სათაურები
ჰედინგები ანუ სათაურები ესაა მანიშნებელი იმისა, თუ ვების რომელ სექციაში ვიმყოფებით და როგორც წესი პირდაპირ ახასიათებს იმ ქონთენთს რაც ამ სექციაშია განთავსებული.
სეო-ს მხრივ სათაურების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება რომ ის ეხმარება საძიებოს სისტემას აღიქვას ვებ-გვერდზე განთავსებული ქონთენთი,რადგან სათაური რეალურად ამ ქონთენთის რამდენიმე სიტყვით გადმოცემული შინაარსია, შესაბამისად როგორც იუზერისთვის ისე საძიებო სისტემისთვის მნიშვნელოვანია რადგან ამარტივებს ვების ქონთენთის აღქმას.
უამრავი აზრი არსებობს იმაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს სათაურებს რანკინგისთვის ან აქვს თუ არა საერთოდ,ამაზე დიდად არ გავამახვილებთ ყურადღებას,თუმცა მიმდინარე ალგორითმის პირობებში სათაურები პირდაპირი რანკინგის ფაქტორთა სიაში რამდენიმე ათწლეულია აღარაა.
აქედან გამომდინარე ბუნებრივი ჩნდება კითხვა, მაშინ საერთოდ და საჭიროა სათაურების ოპტიმიზაცია ? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სათაური მოკლედ აღწერს იმ ქონთენთს რაც განთავსებული ვებ-გვერდზე და შესაბამისად მანიშნებელია საძიებო სისტემისთვის რომ გაიგოს რას უნდა ელოდოს იუზერი ამ ვებ-გვერდისგან.
პრაქტიკაში,ძირითადად გვხვდება 6 დონის სათაური: h1,h2,h3,h4,h5,h6 გამომგინარე იქედან თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ესა თუ ის სათაური კონკრეტულად ამ გვერდის ქონთენთთან მიმართებაში:
- H1 – ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H2 – მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H3 – მესამე ყველაზე მიშვნელოვანი სათაური
- H4 – მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H5 – მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H6 – მეექვსე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
მაგალითად: თუ ვებზე ვყიდით ტექნიკას,ან ნებისმიერ პროდუქტს ან სერვისს, უბრალოდ ამ შემთხვევაში მეტი თვალსაჩინოებისთვის ტექნიკაზე შევაჩეროთ აქცენტი.მოკლედ ვთქვათ ვყიდით ტექნიკას და გვაქვს რამდენიმე კატეგორია:
- კომპიუტერული ტექნიკა
- მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონი და აქსესუარები
- წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- ტელევიზორი და გასართობი საშუალებები
დავუშვათ კომპიუტერული ტექნიკა თავის მხრივ იყოფა:
- პერსონალური კომპიუტერები
- ნოუთბუქები
- პლანშეტები
შედეგად როდესაც სათაურების გაწერა გვსურს რაღაც კონკრეტული ლოგიკის მიხედვით ხდება ამ თაგების გაწერა,ლოგიკა კი შემდეგია: h1 არის ყოველთვის ის მთავარი წინადადება რაც ყველაზე ზედმიწევნით აღწერს ამ ფეიჯს. ამიტომაც მთავარ გვერდის h1 როგორც წესი ან ბრენდის სახელია(თუ დომინიც იგივე მითუმეტეს) ან თაგლაინი, ხოლო h2 არის ხოლმე კატეგორიები.
როდესაც კატეგორიის სათაურების გაწერა გსურს და მაგალითისვის შესული ხარ „კომპიუტერულ ტექნიკაში“ რომელიც ერთ-ერთი კატეგორიაა, აქ h1 გვექნება კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო h2 გამოგვივა ის სხვა დანარჩენი პროდუქტები,რომელიც უშუალოდ ამ კატეგორიაშია გაერთიანებული, ჩვენს შემთხვევაში ესენია: პერსონალური კომპიუტერები, ნოუთბუქები და პლანშეტები.
ხოლო იმ შემთხვევაში როცა უშუალოდ პროდუქტის სათაურს განვსაზღვრავთ,აქ h1 იქნება ზუსტად ის სახელი რა სახელიც აქვს პროდუქტს, ჩვენს შემთხვევაში:
<h1>ლეპტოპები – ACER – A315-53G/NX.H9JER.005 BLACK<h1>
Structure logic |
Actual reference |
მთავარი გვედი <h1>ბრენდის სახელი<h1> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> |
<h1>ბრენდის სახელი<h1> <h2> კომპიუტერული ტექნიკა<h2> <h2> მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა<h2> <h2> მობილური ტელეფონი და აქსესუარები <h2> <h2> წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა<h2> <h2> ტელევიზორი და გასართობი საშუალებები<h2> |
პერსონალური კომპიუტერების გვერდი <h1>კატეგორიის სახელი <h1> <h2> ქვე-კატეგორიის სახელი<h2> <h2> ქვე-კატეგორიის სახელი<h2> <h2> ქვე-კატეგორიის სახელი<h2> |
კომპიუტერული ტექნიკა <h1> კომპიუტერული ტექნიკა <h1> <h2> პერსონალური კომპიუტერები <h2> <h2> ნოუთბუქები <h2> <h2> პლანშეტები <h2> |
ქვე-კატეგორიის გვერდი <h1>ქვე-კატეოგორიის სახელი<h1> <h2> პროდუქტის სახელი<h2 |
ნოუთბუქები <h1>ნოუთბუქები<h1> <h2> ნოუთბუქები – ACER – A315-53G/NX.H9JER.005 BLACK<h2> |
Product page <h1>პროდუქტის სახელი<h1> |
<h1> ნოუთბუქები – ACER – A315-53G/NX.H9JER.005 BLACK<h1>
|
რა თქმა უნდა ყველა ეს სიტყვა თუ წინადადება,რომელიც გამოყენებული იქნება h1,h2,h3-სთვის უნდა წარმოადგენდეს საძიებო სიტყვას,რაც საძიებო სიტყვასა და ვებ-გვერდს შორის რელევანტურობის დამატებითი ინდიკატორი იქნება.
აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით რომ ერთ გვერდზე შეიძლება იყოს თუ არა ორი h1,თუ Google Webmasters (https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=zyqJJXWk0gk&feature=emb_logo) დავუჯერებთ მთავარი ამოსავალი წერტილი მუდამ არის იუზერი,თუ ინფორმაცია რომლის წამორჩენასაც h1-ით ცდლობთ არის იუზერისთვის რელევანტური და აღწერს იმას რაც არის ვებზე, ამ შემთხვევაში რამდნეიმე h1-ის გამოყენებაც არ იქნება პრობლემა.
- The length is usually up to 50 characters. The content may coincide with queries from the Title;
- the H1 header can be used on the page only once;
- the H1 subject intersects exclusively with what is discussed in the text section;
- you can’t overspam with queries;
- you can use a frequent query that did not fit in the Title.
Meta titles – მეტა სათურები
Meta title – ეს არის ელემენტი HTML დოკუმენტის სათაურის სექციაში,რომელიც განსაზვრავს ვებგვერდის თითოეული გვერდის სათაურს/სახელს. სეო-ს მკლევარების ერთი ნაწილი ამ თაგს საერთოდ არ აღირებს როგორც მეტა თაგს,არამედ როგორც დამოუკიდებელ html ელემენტს.
<head>
<title>ვებ-გვერდის სახელი</title>
</head>
Meta Title VS H1
ხშირად მეტა სათაურები და h1 სათაურებში ერთმანეთში ერევათ ხოლმე, რადგან ორივე სათაურია და ორივეს იდეა ვებ-გვერდის აღწერაა. სინამდვილეში ყველაფერი მარტივად არის meta Title-იც და h1-სათაურიც ორივე სათაურია, თუმცა განსხვავება ისაა რომ meta title არის უშუალოდ ფეიჯის ოფიციალური სახელი, ხოლო h1 გარვეულ წილად ფეიჯზე წარმოდგენილი კონტენტის შეჯამებაა..
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სათაურებს, ამ შემთხვევაში Meta title-ებს, რადგან იგი ვებ-გვერდის სათაურია და ერთ-ერთი პირდაპირი ინდიკატორი იმისა თუ რა ტიპის კონტენტს შეიძლება მოელოდებს მომხმარებელი ამ ფეიჯზე ვიზიტისას, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია გუგლის საძიებო სისტემისთვისაც.
მეტა სათაურის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ დავაკვირდეთ თუ რა სახით აღიქვამს მას მომხმარებელი. მაგალითად თუ იუზერი დაგუგლავდა საძიებო ჩანაწერს „მობილური ტელეფონები“ მისი შესაბამისი ფეიჯების წარგენილი იქნებოდნენ სწორედ meta title-ებით, ანუ მეტა თაითლი არის ის რასაც იუზერი პირდაპირ უყურებს დაგუგლვის დროს. ამიტომაც რაც უფრო მოკლე და კარგად აღმწერელი იქნება კონტენტის, მით უფრო მარტივად წაიკითხავს და გაიაზრებს მომხმარებელიც.
საბოლოო ჯამში კი მეტა თაითლის შექმნის დროს შემდეგ ინსაითებზე უნდა გაამახვილო ყურადღება
- რაც შეიძლება მოკლე სათაური გამოიყენე
- სათაურში აუცილებლად გამოიყენე მთავარი ქივორდი
- სათაური მოკლედ და მკაფიოდ უნდა აღწერდეს ფეიჯზე განთავსებულ კონტენტს
- ინდივიდუალური სათაური ყველა გვერდს
Pro hint: მეტა სათაურებით არის on-page seo -ში მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენი კონტენტის შემდეგ, ამიტომ მეტა თაითლებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ.
Meta description – მეტა აღწერა
მეტა აღწერა ეს არის HTML ატრიბუტი რომელიც წარმოადგენს მოკლე შინაარს იმისა თუ რა ხდება კონკრეტულ ვებ-გვერდზე.
მაგალითად ეს მეტა აღწერა მაინცდამაინც გამართული აღწერა არაა და იმის მაგივრად რომ ჩამოყალიბებული წინადადებით გამოეხატა აზრი იმაზე თუ რის შესახებ არის ეს კონკრეტული გვერდი, საკმაოდ უხეშად, ძირითადი ქივორდებით არის ამოვსებული.
უნდა აღინიშნოს რომ თუნცაც ეს ქმედება თავის საქმეს გააკეთებს რაღაც დონეზე თუმცა,არ უნდა დაგვავიწყდეს რომ meta description-ის ერთ-ერთი მთავარი ძალა ctr-ზე ზეგავლენის მოხდენაა, ანუ ქივორდზე გამოჩენილი რამდენიმე ვებს შორის იუზერმა უნდა აირჩიოს ერთი,ამ არჩევანზე კი მეტა დექრიფშენი დიდ გავლენას ახდენს და იმისათვის რომ ეს შედეგი დადგეს, აღწერა ბევრად უფრო დახვეწილად, მკაფიოდ და ლოგიკურად უნდა გადმოსცემდეს გვერდზე განთავსებული კონტენტის მოკლე შინაარს.
აღწერაში აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მთავარი ქივორდი, რადგან დამატებითი ინდიკატორი იქნება გუგლის საძიებო სისტემისთვის რომ დაადგინოს რელევანტურობა საძიებო წინადადებასა(Search qeurry) და ვებ-გვერდს შორის,თუმცა აღწერის მხოლოდ ქივორდებით გამოტენასაც არ გირჩევთ.
Keyword research საძიებო სიტყვების ანალიზი და მათი გადანაწილება ქონთენთში
Keyword research ეს არის საძიებო სიტყვების ანალიზის პროცესი,სადაც მომხმარებლები საძიებოს სიტყვების მეშვეობით ცდილობენ მოიპოვონ რელევანტური ინფორმაცია.
მაგალითად, მომხმარებელი ვინც „გუგლავს“ შემდეგ ფრაზას „ ფეხბურთის ბურთი“ ბუნებრივია ელის იმ ტიპის ინფორმაციის მიღებას რაც ზოგადად ფეხბურთის ბურთის შესახებ არსებობს, თუცმა რა განზრახვით ეს არ ჩანს. რეალურად ეს განზრახვა არის კიდეც ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რისთვისაც საძიებო სიტყვების ანალიზი კეთდება,თუმა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.
საძიებო სიტყვების ანალიზი გვეხმარება განვსაზღვროთ თუ როგორ დავგეგმოთ ჩვენი ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია, რა საძიებო სიტყვებზე უნდა გამოჩნდეს ჩვენი გვერდი ანუ მომხმარებლის მიერ რომელ „დაგუგლულ“ სიტყვაზე თუ ფრაზაზე გვინდა რომ გამოჩნდეს ჩვენი გვერდი და რამდენად რელევანტულ კონტენტს ვთავაზობთ მომხმარებელს ზუსტად ამ „დაგუგლული“ ფრაზის მიხედვით.
როგორ იწყება ნებისმიერი საძიებოს სიტვების ანალიზი?
პირველ რიგში იწყებ საწყისი საძიებო სიტყვების შედგენას, რომელიც შეიძლება იყოს უბრალოდ ზოგადი თემა, პროდუქტის სახელი, პროდუქტის კატეგორია.
იმ შემთხევაში თუ უკვე გაქვს პროდუქტი ან ბიზნესი და გსურს რომ მომხმარებლები მიიზიდო საძიებო სისტემიდან, საწყისი საძიებო სიტყვების გენრირება საკმაოდ მარტივი საქმეა, უბრალოდ უნდა გაანალიზო პროცესი – რას წერენ მომხმარებლები გუგლში რომ იპოვონ ის რაც შენი ბიზნესის შეთავაზებაა ?
მაგალითად თუ „მეამასავით“ ყავის ბიზნესი დაიწყე, ბუნებრივია საწყისი სიტყვები იქნებოდა:
- ყავა
- ყავის კაფსულა
- ესპრესოს აპარატი
- ყავის აპარატი
- ყავის კაფსულის აპარატი
შესაძლებელია რომ ის პირველადი საძიებო სიტყვები რომელიც თავში მოგივა შეიძლება არც იყოს თარგეთირების ღირსი, მაგრამ იმისათვის რომ იპოვოთ ზუსტი ფრაზები, იმისათვის რომ დაიწყო პროცესი პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
განზრახვის როლი საძიებო სიტყვების ანალიზის პროცესში
ყველაზე ღირებული რაც ამ პროცესში შეიძლება რომ გაკეთდეს განზრახვის მქონე ქივორდების დადგენაა.
მაგალითად როდესაც მომხმარებელი „გუგლავს“ ყავას, შეიძლებელია გაიგო რას ეძებს. გასაგებია რომ ყავას ეძებს, მაგრამ ეძებს ყავას როგორც კულტურას? როგორც პროდუქტს? უბრალოდ სურს გაიგოს ზოგადი ინფორმაცია თუ რა არის ყავა? მოკლედ გაუგებარია რას ეძებს. თუ არ არ ჩანს რა უნდა მომხმარებელს, რა პრობლემის გადაჭრა უნდა, შეუძლებელია შესთავაზო გამოსავალი შენი ვებ-გვერდის სახით, შესაბამისად ვერ მიიტან შენს შეთავაზებას(offers) რელევანტურ აუდიტორიამდე.
Hint: იმისათვის რომ დაადგინო თუ რა განზრახვა შეიძლება ამოძრავებდეს მომხმარებელს მაშინ როცა ის რაღაცას გუგლავს, უბრალოდ შეიყვანე იგივე საძიებო სიტყვა გუგლში და დააკვირდი შემოთავაზებულ ვერსიებს
„ყავა ფასი“ აშკარად მიგვანიშნებს რომ იუზერი ეძებს ყავას როგორც პროდუქტს და ცდილობს დაადგინოს ამ პროდუქტის ფასი, ხოლო ამისგან განსხვავებით უკოფეინო ყავა პირდაპირ მიგვანიშნებს თუ რა განზრახვა აქვს მომხმრებელს. მომხმარებლის პრობლემა აქვს უკოფეინო ყავის მოძიების, ხოლო თუ თქვენი ბიზნესი უკოფეინო ყავას სთავაზობს მომხმარებელს, მაშინ ამ ქივორდს აუცილებალდ უნდა მიაქციოთ ყურადღება,რადგან მომხმარებლის პრობლემის პირდაპირი პასუხი.
SEO ანუ search engine optimization სხვა არაფერია თუ არა თქვენი ვების საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,იმისათვის რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს იუზერს, საძიებო სისემას ჭირდება ესმოდეს რა ხდება ჩვენს ვებ-გვერდზე, რა ქონთენთია განთავსებული, იქნება ეს სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები, თუ ნებისმიერ რამ.
ავტორი: Cerebro
კატეგორია: ელ-წიგნები
თეგები: SEO, E-books