On Page SEO: დომეინი და საიტის სტრუქტურა
მარტივად რომ ვთქვათ დომეინი არის მისამართი, რომელიც სჭირდება ვებ-გვერდს,რათა იგი მარტივად და პირდაპირ იქნას მოძიებული. სეო-სთვის კარგი დომეინი კი არის ის დომეინი, რომელიც შექმნილია ბრენდის გარშემო ან პირდაპირ ატარებს ბრენდის სახელს. თუ ბრენდის სახელის შერჩევა კი მაგალითად პროდუქტის ან სერვისის გარშემო ხდება, ეს დამატებითი ინდიკატორია საძიებო სისტემისთვის.
მაგალითად, sesxi.ge იქნებოდა მშვენიერი მაგალითი ქართულ რეალობაში იმისა, თუ როგორ აარჩიო სეო-სთვის კარგი დომეინი, რადგან უშუალოდ სიტყვა Sesxi თავად არის ქივორდი(საკვანძო სიტყვა),რასაც მომხმარებლები იყენებენ ამ სერვისის მოსაძენად. შესაბამისად,ერთ-ერთი მთავარი ქივორდის დომეინად გამოყენება სეოს კუთხით პრაქტიკული გადაწყევტილებაა,თუმცა ნუ ვიზუალური თვალსაზრისით არც თუ ისე :)))
იგივე ეხება ბრენდის სახელის დომეინად გამოყენებას, თუ ბრენდის ცნობადობა(brand awareness) არსებობს და მისი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ბრენდის სახელი ცნობადია, მაშინ ეს ფაქტი აუცილებლად დაგეხმარებათ ტრაფიკის გენერირებაში,ნებისმიერ შემთხვევაში მიზანი ეს უნდა იყოს, რომ ბრენდის სახელმა უზრუნველყოს პირდაპირი ტრაფიკის გენერირება.

ვებ-გვერდის სტრუქტურა
საიტის სტრუქტურას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისთვის, რომ საძიებო სისმტემამ მარტივად შეძლოს საიტის აღქმა და შესწავლა. იქომერსისთვის მარტივი საიტის სტრუქტურა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: მთავარი გვერდი,რომელიც თავის მხრივ იყოფა კატეგორიებად, პროდუქტის ან სერვისის მიხედვით, კატეგორიები კი იყოფა ქვე-კატეგორიებად, ანუ კატეგორიების კატეგორიებად, ხოლო, ბოლო ნაწილი არის უშუალოდ პროდუქტის გვერდი.
ეს იმ შემთხვევაში, თუ ვებზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის პროდუქტი გაქვს და მათი რამდენიმე კატეგორიად და ქვე-კატეგორიად დაჯგუფება გიწევს, ისე კი სტუქტურა უფრო მოკლეც შეიძლება რომ იყოს, დამატებითი ქვე-კატეგორიების გარეშე,გააჩნია პროდუქტის სიმრავლეს და სახესხვაობას.