SEO: როგორ მუშაობს გუგლი ? ქროლერები და ინდექსირება.
გუგლი იმიტომ რომ… მოდით სიმართლე ვთქვათ, როცა ვსაუბრობთ საძიებო სისტემაზე, ვსაუბრობთ გუგლზე. იანდექსი, დაქ-დაქ გოუ და გუგლის ჩინური ბიძაშვილი კი არსებობენ და აქვთ თავიანთი ფუნქციებიც, მაგრამ რეალურად მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ.
როდესაც ვგუგლავთ რაიმე სიტყვას ან წინადადებას,რეალურად ჩვენ ვეძებთ ამ სიტყვის ან წინადადების შესაფერის გვერდს, უფრო სწორად რაც ამ ფეიჯზე წერია, ან სხვა სახითაა გამოტანილი მაგ. ვიდეო ან აუდიო მასალა.სწორედ ამ მიზნით, გუგლი აკეთებს ზუსტად იგივე ქმედებას,რაც გამოიხატება იმაში, რომ გუგლი ცდილობს საძიებო სიტყვებს მოარგოს სხვადასხვა საიტის სხვადასხვა გვერდები(pages) და გამოიტანოს ის გუგლის საძიებო სისტემის რეზულტატების გვერდების სახით(SERP Search Engine Ranking Pages) , აი აქ კი გუგლი იყენებს განთავსების ორ ფორმატს:
- ორგანულ,უფასო განთავსებას: SEO – Search engine optimization-ის, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სახით
- ფასიან,რეკლამის სახით განთავსებას: SEM – Search engine marketing-ის, საძიებო სისტემის მარკეტინგის გზით
მაშინ, როცა ვგუგლავთ მაგალითად “იურიდიული კომპანია”, პირველივე რასაც ვხედავთ (ამ პერიოდში ეს რეკლამა ვარდებოდა)არის myadvocat.ge-ის რეკლამა,რისი მიმნიშნებელი ინდიკატორი AD(ანუ advertisement) პირველივე სიმბოლოა.
ანუ თუ ლინკის წინ ხედავთ AD -ს ან ქართულ რეალობაში „რეკლამა-ს“(წარწერა ამ ფორმით გამოჩნდება,თუ ბრაუზერი ქართულ ენაზე გაქვთ,)ამ შემთხვევაში უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არის რეკლამა(ფასიანი განთავსება) და არა საძიებო სისტემის ორგანული შედეგები.
რეალურად ამას ეწოდება SEM – Search engine marketing საძიებო სისტემის მარკეტინგი და ამაზე განცალკევებით დავწერთ.
ჩამონათვალში რომ არა რეკლამა, პირველ ადგილზე იქნებოდა JMP.GE და ამ ტიპის, უფასო განთავსება არის შემდეგი SEO – Search engine optimization-ის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის,ანუ შენი ვებსაიტი საძიებო სისტემაში ისეა ოპტიმიზირებული, რომ წინასწარ შერჩეულ keyword-ებზე(დასერჩილ სიტყვებზე ) ამოვარდეს შენ ვებ-საიტზე არსებული გვერდები, იმის მიხედვით, თუ რამდენად რელევანტურია ეს გვერდები საძიებო სიტყვებთან მიმართებაში.
Crawling – ქროლინგი, რაც ქართულად ცოცვას ნიშნავს, არის პროცესი, როდესაც საძიებო სისტემა, ამ შემთხვევაში გუგლი შემოდის თქვენს ვებსაიტზე, რათა აღრიცხოს/გატრეკოს იგი. ეს პროცესი ხორციელდება ეგრედ წოდებული გუგლის ობობა მცოცავის მიერ – Google’s Spider crawler
ქროლინგი ხდება, როცა ვებ-გვერდის მფლობელი წარადგენს თავის გვერდების სიას(sitemap) საძიებოს სისტემისთვის რომ ამ უკანსკნელმა გაქროლოს, ანუ შეძვრეს ვებზე და აღმოაჩინოს ამ ვებზე არსებული ყველა ფეიჯი. ამ პროცესს,როგორც წესი ახორციელებს მინი ბოტები, რომლებიც დაცოცავენ ჩვენს ვებ-გვერდებზე,სწავლობენ თუ რა არის განთავსებული ამ ვებზე და შემდეგ უკვე აინდექსებენ მას რაიმე ნიშნით.
დაინდექსება გვერდების სხვა არაფერია თუ არა რაღაცა ლოგიკით ფეიჯების დალაგება,დაჯგუფება ან დაყოფა გუგლის საძიებო სისტემაში. როდესაც ქროლინგი სრულდება მონაცემები თავსდება გუგლის ინდექსზე და მზად არის გამოსაყენებლად.
მსგავსი სტატიის წასაკითხად მიჰყევი ბმულს SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – შესავალი