URL-ების ოპტიმიზაცია

URL – Uniform Resource Locator ეს არის ისეთი რესურსების მოძიების გზა როგორიცაა ვებ-გვერდი, უშუალოდ იუერელს უფრო ვებ-გვერდის სახელით იცნობენ.

იმისათვის, რომ ერთმა ვებ-გვერდმა მეორესთან კავშირი დაამყაროს სერვერების გავლით გამოიყენება IP მისამართი (IP – internet Protocol), IP მისამართი კი როგორც მოგეხსენებათ რიცხვებია, სწორედ აი ამ რიცხვების შესაცვლელად გამოიგონეს URL,  რომელმაც ჩაანაცვლა რიცხვების სახით კომუნიკაცია უფრო მარტივად აღსაქმელი საშუალებით – ტექსტით.

გარდა იმისა, რომ იუერელი ვებ-გვერდის მისამართია, ის ასევე გვაძლევს ინფორმაციას იმ პროტოკოლის შესახებ რის მიხედვითაც გამოითხოვ ამ კონკრეტულ რესურს, ანუ ვებ-გვერდს. თუ ოდესმე ლინკის დასაწყისს დაკვირვებიხარ დიდი შანსია შეგემჩნია ძირითადად შემდეგი სიმბოლოები, რომლებიც აღნიშნულ პროტოკოლს წარმოადგენენ:

  • HTTP – Hypertext Transfer Protocol
  • HTTPS – Hypertext Transfer Protocol Secure
  • FTP – File Transfer Protocol

HTTP – ეს არის მონაცემთა გაცვლის ქვაკუთხედი ვებში (world wide web), რისი საშუალებითაც ერთამანეთს უკავშირდება უამრავი ვებ ბრაუზერი და მაუსის კლიკის ერთი დაჭერით შენ შეგიძლია წვდომა გქონდეს ამ ქსელში (ვებში) ჩართულ ნებისმიერ სუბიექტთან.

HTTPS ეს არის განახლებული http პროტოკოლი, რომელიც იდეაში უფრო უსაფრთხო კავშირს უზრუნველყოფს.

იქომერსის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ URL-ი იმეორებდეს საიტის სტრუქტურას და ზუსტად იმ ლოგიკას რისი მეშვეობითაც იუზერი აღმოჩნდება მთავარი გვერდიდან პროდქუტის გვერდამდე.

URL-ის სტრუქტურას სეოს მხრივ მნიშვნელობა რამდენიმე მიზეზის გამო ენიჭება, მათ შორის კი ორს გამოვყოფდი:

User Experience – ანუ რამდენად მარტივად შეუძლია მომხმარებელს მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია მხოლოდ URL-ის დანახვით,სწორედ ამიტომ ხდება URl-ის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და ასევე ის არის დამატებითი ინდიკატორი და მიმნიშნებელი გუგლის საძიებო სისტემისთვის თუ რის შესახებაა ვებ-გვერდი, ჩვენს მაგალითზე მარტივად ჩანს რომ URL-ი  https://example.ge/kompiuteruli-teqnika/leptopi/leptopi-lenovo-ip-s145 აშკარად ლენოვოს ბრენდის  ლეპტოპის შესახებ მიგვანიშნებს და შესაბამისად იუზერისთვის და ასევე გუგლის ქროლერისთვისაც  მარტივად აღსაქმელია თუ რას ელოდოს.

Ranking – ანუ რეიტინგი

გუგლი ითვალისწინებს URL-ებს ვებსაიტის რეიტინგის განსაზღვრაში,შეიძლება ამ კომპონენტში URL-ი გადამწყვეტი ფაქტორი არ იყოს, თუცმა ის ნამდვილადაა ერთ-ერთი დამატებითი ინდიკატორი იმისა, რომ პოტენციურად მოძიებული ვებ-გვერდი რელევანტურია იმ საძიებო სიტყვისა რასაც მომხმარებელი იყენებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.ამ მხრივ ქივორდის არსებობა  URL-ში შესაძლებელია, რომ დამატებითი ფაქტორად იქნას აღქმული რეიტინგის მინიჭების პროცესში.

ცოტას თუ დაგუგლავ უამრავ სტატიას გადააწყდები, სადაც უმეტესობა ამტკიცებს რომ URL-ი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმისათვის, რათა საძიებო სისტემაში მაღალ პოზიციებზე მოხვდე. ყოველ წელს გუგლის ალგორითმების ცვლილებების შემდეგ ისევ ვხედავთ ხოლმე უამრავ ქონთენთს, რომელიც ყიჟინით გვამცნობს,  რომ url-ების როლი ხან იზრდება ხან მცირდება რეიტინგის განსაზღვრის დროს. თუცმა, რეალურად  რომელი კომპონენტი რა სიძლიერის გავლენას ახდენს ამ პროცესზე არც არავინ იცის, ფაქტი კი ერთია url-ების ოპტიმიზაცია უბრალოდ რიგითი თასქია ამ პროცესში, რომელსაც უდავოდ პოზიტიური გავლენა აქვს თქვენი ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში ოპტიმიზირებისათვის.

Scroll up Drag View

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169 | თბილისი +995 599 74 28 00

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია.

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169

თბილისი +995 599 74 28 00

© CEREBRO – ALL RIGHTS RESERVED