როცა ახალ პროექტს ვიწყებთ, ბიუჯეტს ოთხ ნაწილად ვყოფთ. ეს არ არის მყარი წესი, მაგრამ კარგი საწყისი წერტილია, რომელსაც მერე შედეგების მიხედვით ვცვლით.
ცნობადობა — 35%
ფართო აუდიტორია და მოკლე ვიდეოები. აქ ვზომავთ Reach-ს, CPM-ს და სიხშირეს. მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენ შესახებ.
განხილვა — 40%
ტრაფიკი, ჩართულობა და ვიდეოს ნახვები. ეს არის ეტაპი, სადაც ადამიანი თქვენს პროდუქტს სხვებს ადარებს, ამიტომ აქ ყველაზე მეტ ბიუჯეტს ვხარჯავთ.
რემარკეტინგი — 10%
იმავე, განხილვის ეტაპზე ვაჩვენებთ რეკლამას მათ, ვინც უკვე ნახა ვიდეო ან ეწვია საიტს.
კონვერსია — 15%
ლიდები და გაყიდვები. პირველი ორი კვირის შემდეგ ვამოწმებთ შედეგებს და ბიუჯეტს იქ გადავიტანთ, სადაც ყველაზე კარგად მუშაობს.