მთავარი / სერვისები / სოც.მედია მარკეტინგი
SMM · Meta · TikTok · LinkedIn

სოციალური მედია მარკეტინგი

ორი მიმართულება: ინგეიჯმენტი, რომელიც ბრენდის გარშემო საზოგადოებას ქმნის და თარგეთირებული სარეკლამო კამპანიები, რომლებიც ჩართულობას ლიდებად და გაყიდვებად აქცევს.

01

ინგეიჯმენტი (ჩართულობა)

აუდიტორიას ვაგროვებთ და ვინარჩუნებთ კონტენტით, რომელიც ან რაღაცას ასწავლის, ან ართობს. ასეთ პოსტებს ინახავენ, აზიარებენ და მათზე კომენტარს წერენ.

რას ვქმნით

  • რჩევები და გზამკვლევები კარუსელებში
  • „როგორ“ ვიდეოები და განმარტებები
  • სამშენებლო ექსპერტის რჩევები
  • მინი-ქეისები: პრობლემა → გადაწყვეტა

ასეთ კონტენტს ინახავენ და მეგობრებს უგზავნიან. ის ბრენდს ექსპერტად აჩენს.

Engagement rateSavesSharesCommentsFollowers
Feedრეალური რეკლამები
URUS Developmentდაფინანსებული ·

რას გრძნობ შენი მცენარეების მოვლისას? 🌻 მცენარეების მოვლა ბევრისთვის არა მხოლოდ ჰობი, არამედ ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ის თუ რა გარემოში ვიღვიძებთ და რას ვუყურებთ მთელი დღის განმავლობაში, თანაბარ გავლენას ახდენს ჩვენს შემდგომ განწყობაზე. ურუს-ში შენ დიდი ეზო გაქვს, სადაც ბევრი მცენარის გაშენებას შეძლებ და სწორედ შენი მწვანე მეგობრები დაგეხმარებიან საუკეთესო განწყობის შექმნაში.

ქოთნის მცენარეები, ბაღის ხელსაწყოები და ხელთათმანები მიწაზე
21631
FORIS Developmentდაფინანსებული ·

შენთვის რასთან ასოცირდება შემოდგომა? 🍂შემოდგომას თავისი სილამაზე აქვს. სილამაზე, რომელიც ფერადია... მკვეთრად გამოხატულ მზის სხივებს, ფოთლების, წვიმისა და ბუნების სურნელს ყოველ დილით შენს ეზოში შეიგრძნობ.

ბაღის მაგიდა და სკამები შემოდგომის ფოთლებში
177114
urban.geდაფინანსებული ·

რას გრძნობ მიწასთან მუშაობის დროს? 🌿 მიწასთან მუშაობა საუკეთესო თერაპიაა,რასაც აუცილებლად თან ახლავს ფსიქოლოგიური განტვირთვა და ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა. ურუს-ის საცხოვრებელ უბანში სახლის შეძენისას, შენ ძალიან დიდი ეზო გაქვს, ეს კი საშუალებას გაძლევს საკუთარი ბაღი გააშენო და მიწასთან ფუსფუსით ბუნებასთან სიახლოვე იგრძნო.

ქალი ბაღში მცენარეებით სავსე ურიკას მიაგორებს
26528
↕ გადაახვიეთ
02

სოც.მედია რეკლამა

ვაწყობთ სარეკლამო კამპანიებს Meta-ში, TikTok-სა და LinkedIn-ზე: მიზანი, აუდიტორია, ბიუჯეტი და კრეატივი თითოეული ეტაპისთვის. ყველა ლარი იზომება.

  • Meta Ads Manager, TikTok Ads და LinkedIn Campaign Manager
  • პიქსელი და Conversions API, რომ ყველა ლიდი ჩანდეს
  • A/B ტესტები კრეატივსა და აუდიტორიაზე
  • ბიუჯეტის ყოველკვირეული გადანაწილება შედეგის მიხედვით
როგორ ჩანს Funnel ↓
Social Media Advertising Elements
რეკლამების მაგალითები

კარუსელი და ვიდეო რეკლამები

ჩვენ მიერ შექმნილი რეალური კამპანიები. გადაფურცლეთ ისე, როგორც Instagram-ში: ისრებით, წერტილებით ან თითით.

Instagramრეალური რეკლამები
სტრატეგია

Funnel: ოთხი ეტაპი, ოთხი ამოცანა

ყველა კამპანია Funnel-ის კონკრეტულ ეტაპს ემსახურება: აქვს თავისი მიზანი და საკუთარი KPI. დააჭირეთ ეტაპს და ნახეთ დეტალები.

01

Awareness

ბრენდს ვაცნობთ ადამიანებს, ვინც ჯერ არ გიცნობთ. ვზრდით წვდომას სწორ აუდიტორიაში და ვიმახსოვრებთ, ვინ უყურა ვიდეოს, რომ შემდეგ ეტაპზე ისევ მივწვდეთ.

ფორმატები
ReelsStoriesმოკლე ვიდეო
მუშაობს: ინგეიჯმენტირეკლამა
როგორ ვმართავთ

ხუთი საყრდენი

ძლიერი სოც.მედია ხუთ ერთმანეთზე გადაბმულ ნაწილს ეყრდნობა. თუ ერთი სუსტია, მთელი სტრატეგია კარგავს.

  1. სტრატეგია

    ვადგენთ მიზნებს, აუდიტორიას, პლატფორმებს და კონტენტს თითოეულისთვის: რატომ, სად და რას ვაქვეყნებთ და რას ვზომავთ.

  2. გამოქვეყნება

    კონტენტ-კალენდარი, სიხშირე და დრო. ყველაფერი გამოქვეყნებამდე თქვენთან თანხმდება.

  3. ინგეიჯმენტი

    ვპასუხობთ კომენტარებსა და შეტყობინებებს და ბრენდის გარშემო საზოგადოებას ვაშენებთ.

  4. რეკლამა

    ორგანული წვდომა შეზღუდულია. ფასიანი კამპანიებით ზუსტ აუდიტორიას ვწვდებით Funnel-ის ყველა ეტაპზე.

  5. ანალიტიკა

    ვზომავთ ინგეიჯმენტს (ჩართულობას), წვდომას, კლიკებს, კონვერსიებს და ROI-ს და ამ მონაცემებით ვაუმჯობესებთ გეგმას.

რას მიიღებთ

ყველაფერი ერთ გუნდთან

ყოველთვიური კონტენტ-გეგმა

თემები, ფორმატები და თარიღები ერთ ცხრილში.

პოსტები, კარუსელები და Reels

დიზაინი, ტექსტები და მოკლე ვიდეოები.

კომენტარები და შეტყობინებები

პასუხი თქვენი ბრენდის ტონით.

კამპანიები და ტრეკინგი

აწყობა, პიქსელი და Conversions API.

ყოველკვირეული ოპტიმიზაცია

ბიუჯეტი იქ მიდის, სადაც შედეგია.

ყოველთვიური რეპორტი

რა მუშაობს და რას ვცვლით, მარტივი ენით.

ხშირი კითხვები
ორივე მიმართულება მჭირდება?

არა აუცილებლად. ინგეიჯმენტი ნდობასა და აუდიტორიას აშენებს, რეკლამა კი ამ აუდიტორიას გაყიდვებად აქცევს. ერთად ისინი ერთმანეთს აძლიერებს, მაგრამ შეგიძლიათ ერთით დაიწყოთ.

რამდენი პოსტი თვეში?

ჩვეულებრივ 12–20 პოსტი და Reels, პაკეტის მიხედვით.

რა ბიუჯეტია საჭირო რეკლამისთვის?

დამოკიდებულია მიზანსა და ბაზარზე. სტრატეგიის ეტაპზე ვამზადებთ მედია გეგმას, სადაც ბიუჯეტი Funnel-ის ეტაპებზეა გადანაწილებული.

ვინ ამტკიცებს კონტენტს?

თქვენ. ყველაფერი გამოქვეყნებამდე გადის თქვენს თანხმობას.

სარეკლამო ანგარიში ვისზე იქნება?

თქვენზე. სარეკლამო ანგარიშები თქვენს სახელზე რჩება და ყველა ხარჯს ხედავთ.

მზად ხართ დასაწყებად?

უფასო კონსულტაცია →