მარკეტინგი

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია - ქართული სახელმძღვანელო

1. SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია – შესავალი

2. როგორ მუშაობს გუგლი ? ქროლერები და ინდექსირება

3. დომეინი და საიტის სტრუქტურა 

4. URL – ების სტრუქტურა

5. შიდა გადალინკვა, შიდა ლინკების სტრუქტურა

6. Header-ები – სათაურები

7. Meta titles – მეტა სათურები

8. Meta description – მეტა აღწერა

9. Alt tag – ალტ აღწერა

10. Keyword research საძიებო სიტყვების გამოკვლევა და მათი გადანაწილება ქონთენთში

11. Content – ქონთენთი და მისი უნიკალურობა

12. Follow/No follow Links and link building – ლინკები და ლინკბილდინგი 

13. Anchor text types- დაკლიკებადი ტექსტების ტიპები

14. Backlinking strategies – ბექლიკების სტრატეგიები 

 

SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია - შესავალი

SEO ანუ search engine optimization სხვა არაფერია თუ არა თქვენი ვების საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,იმისათვის რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს იუზერს, საძიებო სისემას ჭირდება ესმოდეს რა ხდება ჩვენს ვებ-გვერდზე, რა ქონთენთია განთავსებული, იქნება ეს სხვადასხვა პროდუქტები, სერვისები, თუ ნებისმიერ რამ.

ძირითადად სეო ორ ნაწილად დავყოთ

• On-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე

• Off-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ

 

On-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე, აქ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

• დომეინი და საიტის სტრუქტურა

• URL – ების სტრუქტურა

• შიდა გადალინკვა, შიდა ლინკების სტრუქტურა

• Header-ები – სათაურები

• Meta titles – მეტა სათურები

• Meta description – მეტა აღწერა

• Alt tag – ალტ აღწერა

• Keyword research საძიებო სიტყვების გამოკვლევა და მათი გადანაწილება ქონთენთში

• Content – ქონთენთი და მისი უნიკალურობა

 

Off-page optimization ანუ ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ, აქ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

• Follow/No follow Links and link building – ლინკები და ლინკბილდინგი 

• Anchor text types- დაკლიკებადი ტექსტების ტიპები

• Backlinking strategies – ბექლიკების სტრატეგიები 

ოპტიმიზაცია ვებ-გვერდზე(on page seo) ეს არის ის ძირითადი მიმნიშნებლები,რაც საძიებოს სისტემას ატყობინებს ფეიჯის და ფეიჯზე განთავსებული ნებისმიერი სახის ქონთენთის შესახებ.

ვებ ქონთენთი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ნებისმიერი სახის ტექსტური,ვიზუალური თუ ჟღერადი სახის მასალას,რომელთანაც მომხმარებელი უშუალო კავშირს ამყარებს, აჭერს ფოტოს, აჭერს ლინკს,სქროლავს გვერდს ენდ სოუ ონ.

ოპტიმიზაცია ვებ-გვერდის გარეთ(off page seo) განსაზღვრავს თუ რომელ ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეთ საძიებო სისტემის გვერდზე, ეს კი მეტწილად განსაზღვრავს იმ ფაქტს თუ რამდენად უფრო ხშირად გახსნიან მომხმარებლები თქვენ გვერდს, ვიდრე თქვენი კონკურენტების გვერდებს. 

შედეგად როდესაც პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაზეა საუბარი, რეიტინგს საძიებო სისტემის გვერდზე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რადგან ეს არის თანამედოროების ყველაზე დიდი კონკურენცია ონლაინში, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ,ონლაინ სივრცეში არ არსებობს არხი რომელიც რეალურად პროდუქტის ან სერვისის ყიდვით დაინტერესებულ მომხარებელთან ასე ახლოს მიგიყვანთ.

წარმოიდგინეთ საძიებო სიტყვა -„ სად ვიყიდო წითელი ველოსიპედი ?“ ანუ მომხმარებელ  პირდაპირ ეძებს ადგილს ან გზას იმისათვის თუ როგორ იყიდოს ველოსიპედი,თანაც წითელი.

 ამ დროს შენ გაქვს ვებსაიტი სადაც ყიდი, ველოსიპედებს და მათ შორის წითელსაც 😀   და შენ ამ იუზერს ხვდები საძიებო სისტემის პირველივე გვერზე, პირველ ადგილზე, დააჭერს უეჭველი ლინკს და ნახავს შენ წითელ ველოსიპედს აბა რა იქნება, ნუ მამენტ პსიქოპატი თუ არაა დუაით შრუტივით.

საძიებო სისტემის პირველ ადგილზე ყოფნა სეოს უამრავ ფაქტორთან ერთად დამოკიდებულია საძიებო სისტემის რეკლამაზეც,რადგან შენ შეიძლება 100 %იანი სქორები დაადო სეოზე და ვიღაცამ უბრალოდ მარტივად რეკლამის გზით თავი პირველ ადგილზე ამოყოს, სეო შეიძლება არც ქონდეს :დ 

მაგრამ იმ ადამიანებს ვისაც ურჩევნია სტაბილური ტრაფიკი მიიღოს საძიებოს სისტემიდან და თანაც უფასოდ ვურჩევ სეოს !

 

როგორ მუშაობს გუგლი ? ქროლერები და ინდექსირება

გუგლი იმიტომ რომ… მოდით სიმართლე ვთქვათ როცა ვსაუბრობთ საძიებო სისტემაზე, ვსაუბრობთ გუგლზე.  იანდექსი, დაქ-დაქ გოუ და გუგლის ჩინური ბიძაშვილი კი არსებობენ და აქვთ თავიანთი ფუნქციებიც, მაგრამ რეალურად მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ.

 

როდესაც ვგუგლავთ რაიმე სიტყვას ან წინადადებას,რეალურად ჩვენ ვეძებთ ამ სიტყვის ან წინადადების შესაფერის გვერდს, უფრო სწორად რაც ამ ფეიჯზე წერია, ან სხვა სახითაა გამოტანილი მაგ. ვიდეო ან აუდიტო მასალა.

ამისათვის გუგლი იყენებს განთავსების ორ ფორმატს:

 

• SEO – Search engine optimization საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

• SEM – Search engine marketing საძიებო სისტემის მარკეტინგი

 

მაშინ როცა ვგუგლავთ მაგალითად “იურიდიული კომპანია”, პირველივე რასაც ვხედავთ არის myadvocat.ge-ის რეკლამა,რისი მიმნიშნებელი ინდიკატორი AD(ანუ advertisement) პირველივე სიმბოლოა. 

ანუ თუ ლინკის წინ ხედავთ AD -ს ან ქართულ რეალობაში „რეკლამა-ს“,ეს ეწერება თუ ბრაუზერი  ქართულ ენაზე გაქვთ,ამ შემთხვევაში უნდა გააცნობიეროთ რომ ეს არის რეკლამა(ფასიანი განთავსება).

 
Prev project Next project
Scroll up Drag View

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169 | თბილისი +995 599 74 28 00

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია.

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169

თბილისი +995 599 74 28 00

© CEREBRO – ALL RIGHTS RESERVED