H1, H2, H3 სათაურები
ჰედინგები ანუ სათაურები ესაა მანიშნებელი იმისა, თუ ვების რომელ სექციაში ვიმყოფებით და როგორც წესი პირდაპირ ახასიათებს იმ ქონთენთს რაც ამ სექციაშია განთავსებული.
სეო-ს მხრივ სათაურების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება რომ ის ეხმარება საძიებოს სისტემას აღიქვას ვებ-გვერდზე განთავსებული ქონთენთი,რადგან სათაური რეალურად ამ ქონთენთის რამდენიმე სიტყვით გადმოცემული შინაარსია, შესაბამისად, როგორც იუზერისთვის ისე საძიებო სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამარტივებს ვების ქონთენთის აღქმას.
უამრავი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რა მნიშვნელობა აქვს სათაურებს რანკინგისთვის ან აქვს თუ არა საერთოდ,ამაზე დიდად არ გავამახვილებთ ყურადღებას,თუმცა მიმდინარე ალგორითმის პირობებში სათაურები პირდაპირი რანკინგის ფაქტორთა სიაში რამდენიმე ათწლეულია აღარაა,თუ გუგლის ვებმასტერს ვენდობით.
აქედან გამომდინარე ბუნებრივი კითხვა ჩნდება, საერთოდ რა საჭიროა სათაურების ოპტიმიზაცია ?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სათაური მოკლედ აღწერს იმ ქონთენთს, რაც განთავსებულია ვებ-გვერდზე და შესაბამისად მანიშნებელია,ანუ სიგნალია საძიებო სისტემისთვის, რომ გაიგოს რას უნდა ელოდოს იუზერი ამ ვებ-გვერდისგან.
პრაქტიკაში,ძირითადად გვხვდება 6 დონის სათაური: h1,h2,h3,h4,h5,h6 გამომდინარე იქიდან თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ესა თუ ის სათაური კონკრეტულად ამ გვერდის ქონთენთთან მიმართებაში:
- H1 – ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H2 – მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H3 – მესამე ყველაზე მიშვნელოვანი სათაური
- H4 – მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H5 – მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
- H6 – მეექვსე ყველაზე მნიშვნელოვანი სათაური
მაგალითად: თუ ვებზე ვყიდით ტექნიკას,ან ნებისმიერ პროდუქტს ან სერვისს. ამ შემთხვევაში მეტი თვალსაჩინოებისთვის ტექნიკაზე შევაჩეროთ აქცენტი.მოკლედ, ვთქვათ ვყიდით ტექნიკას და გვაქვს რამდენიმე კატეგორია:
- კომპიუტერული ტექნიკა
- მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონი და აქსესუარები
- წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- ტელევიზორი და გასართობი საშუალებები
დავუშვათ, კომპიუტერული ტექნიკა თავის მხრივ იყოფა:
- პერსონალური კომპიუტერები
- ნოუთბუქები
- პლანშეტები
შედეგად, როდესაც სათაურების გაწერა გვსურს რაღაც კონკრეტული ლოგიკის მიხედვით ხდება ამ თაგების გაწერა,ლოგიკა კი შემდეგია: h1 არის ყოველთვის ის მთავარი წინადადება, რაც ყველაზე ზედმიწევნით აღწერს ამ ფეიჯს. ამიტომაც მთავარ გვერდის h1 როგორც წესი ან ბრენდის სახელია(თუ დომინიც იგივე მითუმეტეს) ან თაგლაინი, ხოლო h2 არის ხოლმე კატეგორიები.
როდესაც კატეგორიის სათაურების გაწერა გსურს და მაგალითისვის შესული ხარ „კომპიუტერულ ტექნიკაში“ რომელიც ერთ-ერთი კატეგორიაა, აქ h1 გვექნება კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო h2 გამოგვივა ის სხვა დანარჩენი პროდუქტები,რომელიც უშუალოდ ამ კატეგორიაშია გაერთიანებული, ჩვენს შემთხვევაში ესენია: პერსონალური კომპიუტერები, ნოუთბუქები და პლანშეტები.
ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა უშუალოდ პროდუქტის სათაურს განვსაზღვრავთ,აქ h1 იქნება ზუსტად ის სახელი რა სახელიც აქვს პროდუქტს, ჩვენს შემთხვევაში: <h1>ლეპტოპები – ACER – A315-53G/NX.H9JER.005 BLACK<h1>
Structure logic | Actual reference |
მთავარი გვედი
<h1>ბრენდის სახელი<h1> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> <h2>კატეგორიის სახელი <h2> |
<h1>ბრენდის სახელი<h1> <h2> კომპიუტერული ტექნიკა<h2> <h2> მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა<h2> <h2> მობილური ტელეფონი და აქსესუარები <h2> <h2> წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა<h2> <h2> ტელევიზორი და გასართობი საშუალებები<h2> |
პერსონალური კომპიუტერების გვერდი
<h1>კატეგორიის სახელი <h1> <h2> ქვე-კატეგორიის სახელი<h2> <h2> ქვე-კატეგორიის სახელი<h2> <h2> ქვე-კატეგორიის სახელი<h2> |
კომპიუტერული ტექნიკა
<h1> კომპიუტერული ტექნიკა <h1> <h2> პერსონალური კომპიუტერები <h2> <h2> ნოუთბუქები <h2> <h2> პლანშეტები <h2> |
ქვე-კატეგორიის გვერდი
<h1>ქვე-კატეოგორიის სახელი<h1> <h2> პროდუქტის სახელი<h2 |
ნოუთბუქები
<h1>ნოუთბუქები<h1> <h2> ნოუთბუქები – ACER – A315-53G/NX.H9JER.005 BLACK<h2> |
Product page
<h1>პროდუქტის სახელი<h1> |
<h1> ნოუთბუქები – ACER – A315-53G/NX.H9JER.005 BLACK<h1>
|
რა თქმა უნდა ყველა ეს სიტყვა თუ წინადადება,რომელიც გამოყენებული იქნება h1,h2,h3-სთვის უნდა წარმოადგენდეს საძიებო სიტყვას,რაც საძიებო სიტყვასა და ვებ-გვერდს შორის რელევანტურობის დამატებითი ინდიკატორი იქნება.
აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ გვერდზე შეიძლება იყოს თუ არა ორი h1, თუ Google Webmasters დავუჯერებთ მთავარი ამოსავალი წერტილი მუდამ არის იუზერი,თუ ინფორმაცია, რომლის წარმოჩენასაც h1-ით ცდილობთ არის იუზერისთვის რელევანტური და აღწერს იმას რაც არის ვებზე, ამ შემთხვევაში რამდენიმე h1-ის გამოყენებაც არ იქნება პრობლემა.
მე პირადად ისეთი სიტუაცია არ მახსოვს, სადაც ფეიჯზე გამოხატული h1-ის აუცილებლობა არ დამდგარა, ამიტომ ორი h1 პრინციპში არც არასოდეს გამომიყენებია.