მარკეტინგის მენეჯერებისთვისქონთენთის ძირითადი ფორმები

ქონთენთის ძირითადი ფორმები

ქონთენთ მარკეტინგი თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ  სტრატეგიად ჩამოყალიბდა,რასაც ხელი შეუწყო სოციალური ქსელის და ზოგადად ინტერნეტის მასობრივმა გავრცელებამ.თუმცა, მაშინ, როდესაც დღის წესრიგში ქონთენთ სტრატეგიის შემუშავება დგას,საკმაოდ რთულია ქონთენთი მოარგო ერთდროულად ბრენდს და სამიზნე აუდიტორიასაც. ამ შემთხვევაში სხვა ფაქტორებთან ერთად თავს იჩენს უშუალოდ ქონთენთის ფორმა,განასხავებენ ქონთენთის შემდეგ სახეს:

  • ვიდეო
  • ინფოგრაფიკი
  • ელექტრონული წინგი
  • Whitepaper
  • ბლოგი
  • პოდკასტი
  • ვებინარი

ვიდეო – ვიდეო ქონთენთმა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა და ამ ეტაპზე ინტერნეტში არსებული ქონთენთის აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ვიდეო წარმოადგენს. სხვა ქონთენთის ფორმისგან განსვავებით ვიდეოს აღქმა და მასზე რეაგირება ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ხდება,შესაბამისად ბრენდსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციისთვის ზედგამოჭრილი ფორმაა.

  • იმეილში ვიდეოს არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის CTR-ს
  • ლენდინგ ფეიჯზე ვიდეო ქონთენთი ხელს უწყობს CONVERSION-ის ზრდას
  • ვიდეო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბექლინკების წარმოებში და შესაბამისად ვებ-გვერდის საძიეობო სისტემის ოპტიმიზაციაში
  • ვიდეო ქონთენთს ახასიათებს ბევრად მაღალი reach-ი სოცილურ ქსელში ვიდრეს სხვა ნებისმიერი ტიპის ქონთენთს
  • ვირუსული პოტენციალი
  •  სთორითელინგისთვის ყველაზე რელევანტური ქონთენთი

ინფოგრაფიკი – ქონთენთის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა,რომელიც ძირითადად სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციას ემსახურება. შედეგად მშრალი, რიცხობრივი მასალის ნაცვლად, ინფოგრაფიკი მომხმარებლისთვის ბევრად უფრო მარტივად აღსაქმელი ქონთენთია,რომელიც ვირუსული ხასიათის გამო ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ქონთენთის სახედ იქცა.

ელექტრონული წინგი – ეფექტური ტიპის ქონთენთია,რომელიც საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია გადმოვცეთ ვრცლად და ყურადღება გავამახვილოთ მომხმარებლისთვის საინტერესო თემებზე. ისევე, როგორც ქონთენთ მარკეტინგის ნებისმიერი ფორმა, ელ. წიგნის შექმნა ემსახურება მომხმარებლისთვის ღირებულების(value) შექმნას,ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც რეალურად დაეხმარებოდა მას ამა თუ იმ საკითხის გადაჭრაში.

Whitepaper – ყველაზე ახლოს თავისი არსით ელ. წიგნთან დგას, თუმცა განსხვავება იმაშია რომ ის ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე და ძირითადად ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის(კვლევა,სიტუაციის ანალიზი) წარდგენაზე, აქედან გამომდინარე ყველაზე კარგად მიესადაგება b2b სეგმენტს.

პოდკასტი – ციფრული მედია ფაილების  ეპიზოდური სერიაა,რომელიც ძირითადად აუდიო/ვიდეო ფორმატითაა წარმოდგენილი. ამ ტიპის ქონთენთის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იგი საშუალებას გვაძლევს, გამოწერის (SUBSCRIBE) ფუნქციის მეშვეობით სამიზნე აუდიტორიიდან შევქმნათ კომუნა (COMMUNITY),რაც დამატებით აძლიერებს ბრენდისა და მომხმარებლის ურთიერთკავშირს.

ვებინარი – ქონთენთის ფორმაა, რომელიც ონლაინ რეჟიმში, პრეზენტაციას, განხილვას ან საგამანათლებლო სემინარის  წარმოებას ისახავს მიზნად. ვიზუალური და შინაარსობრივი ეფექტიდან გამომდინარე, ვებინარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა აზრის ლიდერად ჩამოყალიბებისთვის.

ბლოგი – რომელსაც დიდი წარდგენა არ ჭირდება,უდავოდ ყველაზე გავრცელებული და ძველი ქონთენთის ფორმაა,მათ შორის რაც ონლაინ გვხვდება. ბლოგი, მიმართული სამიზნე აუდიტორიისთვის საჭირო ინფორმაციის გენერირებაზე, არის ყველაზე  იაფი, მარტივი და  ეფექტური გზა დავუახლოვდეთ სამიზნე აუდიტორიას, დავამყაროთ სწორი კომუნიკაცია ლიდებთან და დავაწინაუროთ ვებ-გვერდი საძიებო სისტემის რეიტინგში

Scroll up Drag View

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169 | თბილისი +995 599 74 28 00

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია.

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169

თბილისი +995 599 74 28 00

© CEREBRO – ALL RIGHTS RESERVED