მარკეტინგის მენეჯერებისთვისგაბუსტვა – სიტყვა რომელიც უნდა დაივიწყო

გაბუსტვა – სიტყვა რომელიც უნდა დაივიწყო

თუ რაიმე პროდუქტის ან სერვისის რეკლამას აკეთებ და Facebook-ზე პოსტს 15 $-ად ბუსტავ, იცოდე რომ უბრალოდ თავს იტყუებ.

დღეს, საქართველოში ბიზნესების სავარაუდოდ უდიდესი ნაწილი იყენებს პოსტის გაბუსტვას,რაც უბრალოდ არა მარტო არასწორია არამედ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ფულის წყალში გადაყრაა და სხვა არაფერი. თუ თქვენი მიზანი ონლაინ, კერძოდ კი ფბ რეკლამის გამოყენებაა, ბუსტი ეს არაფრით არ არის.

პოსტის გაბუსტვა ეს არის ქმედება,რომელიც გვირგვინდება ფულის უმიზნოდ ხარჯვით ან ეპიზოდური წარმატებით.

ძირითადად, ყველა მარკეტერი, ნუ ვისაც ღვიძავს,  ბუსტინგს არაფრით არ გირჩევთ სერვისის ან პროდუქტის რეკლამირების მიზნით,რადგან FB Ads Manager-ისგან განსხვავებით უზომოდ ლიმიტირებულია თავის შესაძლებლობებში და გიზღუდავს ერთ-ერთ ძირეულ ფენომენს ფბ ედებში,რასაც ვუწოდებთ კამპანიის ობჯექთივს,ანუ მიზნობრიობას.ზოგადად ედს მენეჯერის უპირატესობებია:

კამპანიის მიზნობრიობა

Facebook-ი თავისი სარეკლამო ხელსაწყოს, Ads Manager-ის მეშვეობით გვთავაზობს ბევრად მეტ მიზნობრიობას, ვიდრე ეს უბრალოდ ინგეჯმენტზე პოსტის გატანაა, ესენია:

– Brand awareness
– Reach
– Consideration
– Traffic
– App installs
– Video views
– Lead generation
– Post engagement
– Messages
– Conversions
– Catalog sales
– Store traffic

ბუსტთან შედარებით ედს მენეჯერი გაძლევს ბევრად დიდ შესაძლებლობას, მარკეტინგული კამპანიის მიზნობრიობა მოარგო ზუსტად შენს ბიზნეს მიზნებს,რაც პოსტის ბუსტინგის შემთხვევაში არ გაქვს. როცა პოსტს ბუსტავ, რეკლამა ან ინგეიჯმენტზე გაგაქვს, ან Facebook-ი ავტომატურად გირჩევს მიზნობრიობას შესაძლოდან. ერთიც და მეორეც ნაკლები კონტროლის შესაძლებლობას გაძლევს.

Lookalike აუდიტორიები

მეორე შეზღუდვა  LLK აუდიტორიებია,რომელთა შექმნაც პირდაპირ ედს მენეჯერიდანაა შესაძლებელი და რაც საკმაოდ საინტერესო თულია,განსაკუთრებით მაშინ, როცა აუდიტორების ფილტრების იდეები გელევა და ვეღარ აგნებ ახალ იუზერებს.

Custom აუდიტორიები

თუ Facebook-ზე ხარ და რეკლამის გაკეთება გინდა, უპირობოდ მნიშვნელოვანია რომ გქონდეს Faxebook Pixel-ი და ქმნიდე ქასთომ აუდიტორიებს:

  • ვებ-გვერდის ტრაფიკის
  • Facebook გვერდის და პოსტის ინგეიჯმენტის
  • ინსტაგრამ ტრაფიკის
  • და მეილების სიის მიხედვით

ეს არის ერთადერთი სწორი გზა,რის მიხედვითაც რეალურად Facebook კამპანიები მუშაობს და იწყებს კონკრეტული,წინასწარ გამიზნული შედეგების დადებას.

როცა ქასთომ აუდიტორიას აკეთებ,შენ შეგიძლია აუდიტორიები პიქსელის მეშვეობით ,მაგალითად კონვერსიების მიხედვით გააკეთო,რაც ისეთი ივენთების აუდიტორიებს გაძლევს როგორიცაა იუზერთა ჯგუფი, რომელმაც თქვენს გვერდზე პროდუქტი ან სერვისი კალათაში დაამატა(add to cart), ან კონკრეტული გვერდი ნახა. მაგალთად, თუ დაზღვევას ყიდით  მნიშვნელობა ექნებოდა აუდიტორიას, რომელიც სიცოცხლის დაზღვევაზე შევიდა და აუდიტორიას, რომელიც ვთქვათ ავტომობილის დაზღვევაზე შევიდა,რადგან ეს ორი სრულიად სხვადასხვა პროდუქტია. შედეგად ამ და კიდევ უამრავი სხვადასხვა ძალიან ღირებული ქმედების მიღება კი პოსტ ბუსტინგის დროს უბრალოდ შეუძლებელია.

Custom placement – განთავსების არხების მართვა

Facebook იყენებს განთავსების ოთხ არხს: Facebook, Instagram, Messenger, Audience Network,ამის მიხედვით კი ძალიან დიდი ცვლილებების შეტანის შესაძლბელობა გეძლევა შენს მარკეტინგულ კამპანიებში.

შეგიძლია აირჩიო, რომ ვთქვათ კონკრეტული ქონთენთი გაიტანო ინსტაგრამ სთორიზე მხოლოდ, ან თუნდაც არ გაუშვა რაღაც კონკრეტული რეკლამა Facebook-ის News feed-ზე ან პირიქით მხოლოდ ამ არხზე გააკეთო კონცენტრირება, მოკლედ ბევრად მეტ შესაძლებლობას გაძლევს მაქსიმალურად მოარგო შენი სარეკლამო კამპანია შენსავე მიზნებს.

შეიძლება თუ არა სეილის დადება Post Boosting-ით?

დიახ, რა თქმა უნდა შეიძლება და ასეც ხდება ხოლმე,აქ არ ვამტკიცებთ რომ პოსტს თუ გაბუსტავ ვერანაირად შედეგს ვერ მიიღებ, აქ უბრალოდ საუბარია რომ სარეკლამო აქტივობებისთვის Post Boosting-ი არ არის მაინცდამაინც ყველაზე კარგი საშუალება და რომ მარკეტინგული კამპანიები,ბევრად დიდი ეფექტურობით ads manager-იდან იწყობა.

15$-ად გაბუსტული რეკლამის არსიც დიდად არ მესმის, აუდიტორიას ვერ ითვისებ, აქცენტს აკეთებ ლაიქზე,კომენტარზე და შეარზე და მხოლოდ ამის იმედად ხარ, როცა შეგიძლია რომ მომხმარებელთან გაყიდვაზე ორიენტირებული კამპანიები განახორციელო და სამიზნე აუდიტორიებიც ბევრად ეფექტურად დაამუშაო, ამისათვის იხილეთ წარმატებული FACEBOOK კამპანიის სარეკლამო სტუქტურა

 

Scroll up Drag View

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169 | თბილისი +995 599 74 28 00

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია.

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169

თბილისი +995 599 74 28 00

© CEREBRO – ALL RIGHTS RESERVED