რა სიდიდის უნდა იყოს სარეკლამო აუდიტორია Facebook-ზე ?
ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს,რადგან არ არსებობს კონკრეტული ციფრი, რომელიც უნივერსალურად მოერგება ყველა მიზნობრიობის რეკლამას.ამას ემატება უშუალოდ პროდუქტის თუ სერვისის არსი და თავად ბრენდი. ეს სამი სტიმული ჩემი აზრით, განსაზღვრავს თუ როგორ აუდიტორიაზე უნდა იმუშაოს მარკეტერმა.
მსგავსი სტატიის წასაკითხად მიჰყევი ბმულს.
როგორ დავათარგეთოთ იუზერები ads მენეჯერში ?
თუმცა, ინტერნეტში მრავლად შეხვდებით სხვადასხვა ბლოგებზე სხვადასხვა რიცხვებს.ზოგი ამტკიცებს რომ 100 000-იანი აუდიტორია არის იდეალური, ზოგი გვპირდება კონვერჟენებს იმ აუდიტორიებზე სადაც 500 00 – 1 M იუზერია თავმოყრილი და ეს ალბათ ნორმალურიცაა,რადგან ყველა მარკეტერი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე მსჯელობს და ამას ისიც ემატება თუ რა სიდიდის ბაზარზე გამოცდილებით საუბრობ, ასევე გასათვალისწინებელია კულტურული ფენომენი და კიდევ უამრავი ეფექტის მქონე სტიმულები.
რეალურად აუდიტორიის სიდიდე პირდაპირ დამოკიდებულია:
- რეკლამის მიზნობრიობაზე
- პროდუქტზე ან სერვისზე
- სად ვარეკლამებთ, ანუ რა გეოგრაფიულ საზღვრებში და რა ტიპის აუდიტორიაზე
თუ მცირე ლოკალური ბიზნესის,მაგალითად კაფე-რესტორნის რეკლამირებასთან გვაქვს საქმე, რომელიც პირობითად მდებარეობს ქალაქ ფოთში,ალბათ ბუნებრივია რომ რეკლამას მთლიან საქართველოზე არ გავუშვებთ, რადგან ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება ერთი ქალაქიდან მეორეში მგზავრობა, კაფეში ყავის დასალევად. სხვა საქმეა როცა ცნობადობაზე მუშაობ,ან მართლა ისეთ უნიკალურ სერვისს ან პროდუქტს არეკლამებ რომ ერთი ქალაქიდან მეორეში ვინმე ჩავიდეს მაგრამ, საწყის ეტაპზე სავარაუდოდ მაინც ფოთში არსებულ იუზერებზე გავუშვებდი რეკლამას. ასეთ შემთხვევაში კი აუდიტორიის ზომა დიდი ვერ იქნება,იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ფოთში სულ შეიძლება 100 000 ადამიანიც კი არ ცხოვრობდეს, აღარაფერს ვამბობ იუზერთა( fb users) რაოდენობაზე, რომელიც ამ ეტაპზე 40 000-მდე ფიქსირდება.
როდესაც საქმე ეხება მასობრივ პროდუქტს,რომელიც რეგიონალურად შეზღუდული არ არის, ამ ტიპის პროდუქტების აუდიტორიები შეიძლება იყოს 180 000 , 500 000 თუ 1 000 000.
პირადად მე ელექტრო ჩაიდნიდან დაწყებული,გაგრძელებული საკრედიტო მომსახურებით,კარებით,მეტლახით,ეთერ ზეთებით,კოლუმბიაში გასამგზავრებელი ტურებით, თუ უძრავ-მოძრავი ქონებით დასრულებული ყველაფერი მაქვს გაყიდული ონლაინში რაღაცა პროცენტულობით მაინც და იმის თქმა შემიძლია რომ
ჯადოსნური ზომის აუდიტორიები არ არსებობს.
საბოლოო ჯამში იმისათვის რომ ალგორითმა კონკურენტულ ფასებში დაგიგენერიროთ თქვენთვის სასურველი კოვერსიები, ლოგიკურად რაც უფრო დიდია რელევანტური აუდიტორია მით მეტია შანსი მიიღოთ სასურველი შედეგი, პრინციპში პირადი გამოცდილებით ზუსტად ამას გეტყოდათ Facebook-ის მარკეტინგის წარმომადგენელი, თუმცა თუ აუდიტორია რელევანტურია თქვენ მიერ შექმნილი რეკლამის, აუდიტორიის ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.