რა არის Remarketing-ი?
რემარკეტინგი, ან რეთარგეთინგი ეს არის ონლაინ მარკეტინგის ტაქტიკა, მიაწოდო შენი რეკლამები იმ იუზერებს, ვინც უკვე გამოხატა ინტერესი შენი პროდუქტის ან სერვისის მიმართ.
ეს პროცესი დაახლოებით შემდეგნაირად მიმდინარეობს, იუზერი შედის ვებ-გვერდზე, შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ტოვებს მას,ჩვენ კი უკან ვაყოლებთ მისთვის რელევანტური პროდუქტის ან სერვისის რეკლამას.
მაგალითად, თუ ვყიდით ბიჟუტერიას და ვხედავთ რომ 10 000 იუზერი შემოვიდა და ნახა კონკრეტული პროდუქტი, ვთქვათ მწვანე სამაჯური და დატოვა ვებგვერდი ისე რომ არ იყიდა ეს სამაჯური, ჩვენ დინამიური რემარკეტინგის გზით შეგვიძლია გავაყოლოთ ამ იუზერებს კონკრეტული რეკლამა სამაჯურებზე, რათა დავაბრუნოთ იმ ადგილას სადაც გაწყვიტა ყიდვის პროცესი. ბუნებრივია ასეთი თარგეთირების დროს სამიზნე აუდიტორიის ხარისხი ბევრად მაღალია,რადგან პოტენციურად პროდუქტი ან სერვისი მომხმარებელს უფრო გამოხატულად აინტერესებს და ამ მახასიათებლებით შექმნილი აუდიტორიაც,ბევრად უფრო კარგია სეილებზე სამუშაოდ.
ყიდვის პროცესს ონლაინში,როგორც წესი, შემდეგ შეხების წერტილებზე წყვეტს იუზერი:
- პროდუქტის ნახვა
- კალათაში დამატება
- გადახდის სისტემაზე გასვლის დროს
ეს ჩამონათვალი ყველაზე გავრცელებულ შეხების წერტილებია,ესეც იმ შემთხვევაში თუ ყველაზე მარტივი ყიდვის პროცესი აქვს შენს ვებს, რეალურად კი პროდუქტის ყიდვის პროცესი ბევრად უფრო გრძელი და რთულია და გაწყვეტის წერტილებიც ბევრად უფრო მეტი და სპეციფიკურია(ისევ და ისევ პროდუქტის მიხედვით).
რაც უფრო ბევრი ქმედებაა საჭირო პროდუქტის ყიდვისათვის,მით მეტია შანსი იუზერმა ის შეწყვიტოს.შედეგად ყიდვის პროცესის მაქსიმალურად შემოკლება უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი, თუ გსურთ, რომ პროდუქტი ან სერვისის ონლაინშივე გაიყიდოს.
ეს ყველაფერი თეორიაში,რეალურად კი საქართველოს მაგალითზე. ხშირად რემარკეტინგის კამპანიები იქომერს სეილების მხრივ არც თუ ისე აღმატებული შედეგებით გამოირჩევიან,ვიდრე უბრალოდ თარგეთირებული აუდიტორიები,თუმცა ამ აზრს ამ გუნდშივე ბევრი მოწინააღმდეგე ყავს :დ