მარკეტინგის მენეჯერებისთვისრა საწყის ციფრულ მარკეტინგულ მონაცემებს უნდა დააკვირდე თუ მარკეტინგის მენეჯერი ხარ ?

რა საწყის ციფრულ მარკეტინგულ მონაცემებს უნდა დააკვირდე თუ მარკეტინგის მენეჯერი ხარ ?

რა საწყის ციფრულ მარკეტინგულ მონაცემებს უნდა დააკვირდე თუ მარკეტინგის მენეჯერი ხარ ?

თუ ურთიერთობა გიწევს ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოსთან ან უბრალოდ freelance-ზე მომუშავე ციფრულ მარკეტერთან, მაშინ აუცილებელია ყურადღება გაამახვილო შემდეგ KPI-ებზე.

პოპულარობიდან გამომდინარე ამ სტატიაში განხილული იქნება ტრაფიკის და ინგეიჯმენტის გენერირების კამპანიები კონკრეტულად Facebook-ზე, თუმცა, პრინციპი ყველგან იგივეა.

Traffic-ის გენერირების მიზნობრიობით გაშვებული რეკლამები

  • მნიშვნელოვანია და ყურადღება გაამახვილეთ CTR (Click-through Rate) – ზე და CPC (Cost per Link) – ზე 
  • უფრთხილდით CTR(all) – ს და Clicks (all) 

ხშირად მედია გეგმებებში დაფიქსირებულია CTR (all),  რაც აშკარად არ გამოხატავს რეალობას, როგორც სქრინზე ჩანს ჩვენი მიმდინარე კამპანიიდან  რეალური click-through-rate  2.25%-იამ CTR(all) – კი 10.45 %. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს, როცა საქმე ეხება კლიკების რაოდენობას. მედია გეგმებში ხშირად კლიკები ისეა მითითებული, რომ ვერ გაიგებ ლინკ კლიკზეა საუბარი თუ ზოგადად კლიკზე(clicks all). როცა საქმე გვაქვს ტრაფიკის გენერირებასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დავთვალოთ უშუალოდ ლინკ კლიკები.

Facebook Engagement მიზნობრიობით გაშვებული რეკლამები

ზოგადად Engagement (ანუ ჩართულობა) ვიცი მე ორგანული :დ  თუმცა Facebook-ის  ალგორითმების “ცნობილი” განახლებების შემდეგ,სულ უფრო და უფრო ჭირს ორგანული ქმედებები Facebook-ზე. შედეგად, როდესაც კამპანია ეშვება ინგეიჯმენტის მიზნობრიობით აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ

Comment, Share და Like – ზე, ვიდრე ზოგად  Post Engagement -ის საერთო რაოდენობაზე

მაგალითისთვის,თუ ინგეიჯმენტის მიზნობრიობით გაუშვით რეკლამა და ციფრული მარკეტერი სიამაყით გიჩვენებთ  6.960 post engagement-ს, დაახლოებით ქვედა სქრინის  მსგავსად

დიდი შანსია, რომ თქვენც იგივე გაწბილება გემუქრებოდეთ რაც მე, იმიტომ რომ Post Engagement-ის რაოდენობა რეალურად ძალიან დაბალი ღირებულების ქმედებაა, თუ ის მინიმუმ არ გადაისახა კომენტარებში ან შეარებში. 6 960 post engagement-იდან რეალური ჩართულობა, რაც გამოიხატება კომენტარით და შეარით, იყო 55 და 13, რაც არც თუ ისე საოცნებო მონაცემია. ამის საპირისპიროდ  17,386 Post Engagement  სხვა პოსტის შემთხვევაში გარდაისახა 2 200 კომენტარად და 544 შეარად, ეს კი ნამდვილად არის იმის მანიშნებელი, რომ ამ პოსტმა რეალური ჩართულობა გამოიწვია.
ანუ იმის თქმა მინდა რომ თუ Post Engagement-ს კომენტარის და შეარის სახით  რეალური ჩართულობა არ მოყვა, უბრალოდ post engagement-ების რაოდენობა არადრის მომცემია.

Scroll up Drag View

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169 | თბილისი +995 599 74 28 00

დღეს უკვე Lorem Ipsum-პასაჟის უამრავი ვერსია არსებობს. მათი დიდი ნაწილი ხუმრობით არის შეცვლილი, ბევრი კი უბრალოდ სიტყვების შემთხვევითი გენერირებით დაიწერა. ინტერნეტში არსებული გენერატორები, როგორც წესი, წინასწარ განსაზღვრული ტექსტის ნაგლეჯს იმეორებენ ხოლმე, ამიტომ ეს პირველი ნამდვილი გენერატორია.

2 ვაჟა-ფშაველას გამზირი 0169

თბილისი +995 599 74 28 00

© CEREBRO – ALL RIGHTS RESERVED